იურიდიული ეთიკის მიმართულება

პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) - ის პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

პლატფორმის მეშვეობით იურდიული ეთიკის შესახებ ინფორმაცია ერთ ვებგვერდზე იქნება თავმოყრილი (ახალი ამბები, რეგულაციები, სასამართლოს გადაწყვეტილებები და ანალიზი, სტატიები, კვლევები, ვიდეო ლექციები და ა.შ). ონლაინ პლატფორმა ხელს შეუწყობს დაინტერესებული პირებისათვის რელევანტურ ინფორმაციაზე წვდომას და საზოგადოებრივი თვითშეგნების ამაღლებას.


ჩვენს შესახებ

იურიდიული ეთიკის მიმართულება შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართელოში (PROLoG) პროგრამის ხელშეწყობით. 

პროფესიული სტანდარტების დაცვა იურიდიული პროფესიისადმი ნდობის განმტკიცების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა საზოგადოებაში.

იურიდიული ეთიკის მიმართულების შექმნის მიზანია პროფესიული სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლება და პოპულარიზაცია. აღნიშნული  მიზნის მისაღწევად, იურიდიული ეთიკის მიმართულება ახორციელებს შემდეგ აქტივობებს: უმაღლეს სასწავლებლებში იურიდიული ეთიკის კურსის დანერგვა; არსებული კურსების გაუმჯობესება; იურიდიული ეთიკის სფეროში სტუდენტური შეჯიბრების ორგანიზება; ეთიკის მიმართულებით კვლევების განხორციელება სტუდენტებისა და პრაქტიკოსი ადვოკატების ჩართულობით; საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების, საჯარო ლექციებისა და ტრენინგების ორგანიზება.

იურიდიული კლინიკის ბაზაზე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს იურიდიული ეთიკის მიმართულების კლინიკა. კლინიკა სთავაზობს მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას ადვოკატთა მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების შესაძლო დარღვევის შემთხვევებზე. 

პროფესიული სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, კლინიკის სტუდენტები, ამუშავებენ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებებს/რეკომენდაციებს მათი სისტემატიზაციისა და პრაქტიკის განზოგადების მიზნით. 


ჩვენი გუნდი:


სოფიო ჩაჩავა – ხელმძღვანელი

ანა ლორია - თანახელმძღვანელი

ირაკლი კორძახია – ექსპერტი

თამარ ხუბულური – უფროსი მკვლევარი

თამარ ცერცვაძე – პროექტის ადმინისტრაციული ასისტენტი

ნინო შიუკაშვილი – ფინანსური ასისტენტი