იურიდიული ეთიკის მიმართულება

პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) - ის პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

სიახლეები

იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელის ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელის ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

29 ივლისს, უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი ანა ლორია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ვიზიტის მიზანი იყო იურიდიული ეთიკის სწავლების მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება.

ანა ლორია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე იურიდიული ეთიკის კურსის დანერგვისა და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდული ეთიკის მიმართულების მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებსა და სტატიების კონკურსში მონაწილეობის საკითხები. მათ ასევე ისაუბრეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის კლინიკაში იურიდიული ეთიკის მიმართულების ინტეგრირების შესახებ.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ ასევე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების მიერ დაგეგმილ პროფესორ-მასწავლებელთა ტრენინგში, რომელიც შემოდგომაზე ჩატარდება. ტრენინგი გაიმართება სამაგისტრო საფეხურზე იურიდიული ეთიკის სასწავლო კურსის სილაბუსის გაზიარების მიზნით.

სამუშაო ვიზიტი განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროექტის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

საჯარო ლექცია თემაზე - „ადვოკატის ინტერესთა კონფლიქტი პრაქტიკაში“
საჯარო ლექცია თემაზე - „ადვოკატის ინტერესთა კონფლიქტი პრაქტიკაში“

28 ივნისს, იურიდიული ეთიკის მიმართულების მოწვევით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრმა ანა ხურციძემ უნივერსიტეტში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ადვოკატის ინტერესთა კონფლიქტი პრაქტიკაში“.

ანა ხურციძემ ისაუბრა ინტერესთა კონფლიქტის ძირითად ასპექტებზე ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსისა და ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის ჭრილში.

საჯარო ლექციას სამართლის სკოლის სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ღონისძიება გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროექტის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

იურიდიული ეთიკის მიმართულების წარმომადგენელთა ვიზიტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
იურიდიული ეთიკის მიმართულების წარმომადგენელთა ვიზიტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

8 ივნისს, უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს (ქ. ქუთაისი) ეწვივნენ.

შეხვედრის ფარგლებში უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა იურიდიული ეთიკის კურსის გაძლიერებასა და ხელშეწყობაზე იმსჯელეს. ამ მიზნით იურიდიული ეთიკის თანამშრომლებმა სასწავლო მასალები და დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქუთაისის უნივერსიტეტის იურიდიულ კლინიკაში იურიდიული ეთიკის მიმართულების შექმნის საკითხი.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის მეშვეობით - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

იურიდიული ეთიკის ყოველწლიური კონფერენცია
იურიდიული ეთიკის ყოველწლიური კონფერენცია

10 მაისს, უნივერსიტეტში უკვე მეორედ გაიმართა იურიდიული ეთიკის ყოველწლიური კონფერენცია.

კონფერენციაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს დარგის უახლეს გამოწვევებსა და პრობლემატიკაზე, მათ შორის: კონფიდენციალობისა და ინტერესთა კონფლიქტის, არბიტრთა პროფესიული ეთიკის, სოციალურ მედიაში ადვოკატის გამოხატვის თავისუფლებისა და ადვოკატის ჰონორარის, მინდობილი თანხებისა და ადვოკატის ფიდუციური ვალდებულებების შესახებ.

ღონისძიება ჩატარდა უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის მეშვეობით - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

იურიდიული ეთიკის საერთაშორისო ექსპერტის ჯეიმს მოლიტერნოს სასწავლო კურსი
იურიდიული ეთიკის საერთაშორისო ექსპერტის ჯეიმს მოლიტერნოს სასწავლო კურსი

6-9 მაისს, იურიდიული ეთიკის საერთაშორისო ექსპერტმა, ვაშინგტონისა და ლის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა ჯეიმს მოლიტერნომ უნივერსიტეტში იურიდიული ეთიკის ერთკვირიანი კურსი ჩაატარა.

კურსის ფარგლებში პროფესორმა სტუდენტებს პროფესიული ეთიკის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები გააცნო, როგორებიცაა: ადვოკატის, პროკურორისა და მოსამართლის როლი, კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობის დასაწყისი და დასასრული, კლიენტთან გასაუბრება და კონფიდენციალობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში კლიენტის თანამონაწილეობა და სხვა საკითხები. კურსი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებთან ერთად, სხვა უნივერსიტეტების სამართლის სკოლების სტუდენტებმაც გაიარეს. წარმატებულ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

სასერტიფიკატო კურსი უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით გაიმართა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის მეშვეობით - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

საჯარო ლექცია თემაზე მტკიცების სტანდარტი და მტკიცების ტვირთის გადანაწილება ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის დისციპლინურ წარმოებაში
საჯარო ლექცია თემაზე მტკიცების სტანდარტი და მტკიცების ტვირთის გადანაწილება ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის დისციპლინურ წარმოებაში

30 აპრილს, უნივერსიტეტში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის აპარატის უფროსი იურისტისა და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეთიკის მიმართულების მკვლევრის, თამარ ხუბულურის საჯარო ლექცია გაიმართა.

საჯარო ლექციის თემა იყო: მტკიცების სტანდარტი და მტკიცების ტვირთის გადანაწილება ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის დისციპლინურ წარმოებაში.

ლექცია გაიმართა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით, USAID/PROLoG - კანონის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.

სტატიების კონკურსი

უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება აცხადებს კონკურსს სტატიების მიღებაზე ადვოკატთა პროფესიული ეთიკის საკითხების შესახებ. სტატია უნდა შეიქმნას შემდეგ თემატიკაზე: ადვოკატთა პროფესიული ეთიკის სფეროში არსებული აქტუალური საკითხები ან ეთიკის კომისიის ან/და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების ანალიზი.

წარმოდგენილი ნაშრომებიდან შერჩეული საუკეთესო კვლევები გამოქვეყნდება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ვებგვერდზე და დაიბეჭდება პროფესიული ეთიკის სტატიათა კრებულში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ პრაქტიკოს იურისტებსაც.

პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 20 ივლისი.

ნაშრომები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელქტრონულ ფოსტაზე:

legalethicschair@newvision.ge

კონკურსი იურიდიული ეთიკის კლინიკაში

უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება აცხადებს კონკურსს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის იურიდიული ეთიკის კლინიკის ოთხ თვიან კურსში მონაწილეობის მისაღებად.

იურიდიული ეთიკის კლინიკის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან პროფესიული ეთიკის ძირითად პრინციპებსა და სტანდარტებს, შეისწავლიან და გაანალიზებენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის პრაქტიკას. სტუდენტები ასევე შეიმუშავაბენ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების მოკლე მიმოხილვებს, რომლებიც განთავსდება იურიდიული ეთიკის მიმართულების ონლაინპლატფორმაზე და ხელმისაწვდომა იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა 2019 წლის 3 აპრილამდე.

პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

პროფესორ-მასწავლებელთა ტრენინგი იურიდიული ეთიკის მიმართულებით
პროფესორ-მასწავლებელთა ტრენინგი იურიდიული ეთიკის მიმართულებით

15-16 თებერვალს, უნივერსიტეტში ჩატარდა პროფესორ-მასწავლებელთა ტრენინგი (TOT) იურიდიული ეთიკის სასწავლო კურსის სილაბუსისა და მასალების დაინტერესებული პირთათვის გაცნობის მიზნით. ტრენინგის ფარგლებში გაზიარებული იდეები და უკუკავშირი აისახება სილაბუსის საბოლოო ვერსიაში.

ტრენინგში მონაწილეობა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებმა მიიღეს. კურსი განკუთვნილია სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის და მოიცავს ადვოკატთა, მოსამართლეთა, პროკურორთა, არბიტრთა და მედიატორთა პროფესიული ეთიკის საკითხებს. სილაბუსი შემუშავდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების სამუშაო ჯგუფის მიერ, ეთიკის კომისიის მოქმედი და ყოფილი წევრების, მოსამართლეების, პრაქტიკოსი ადვოკატების, მედიატორების, არბიტრებისა და იურიდიული ეთიკის სხვა ექსპერტების მონაწილეობით.

პროექტი განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

პროფესორ-მასწავლებელთა ტრენინგი იურიდიული ეთიკის მიმართულებით

სამუშაო ჯგუფმა, ეთიკის კომისიის მოქმედი და ყოფილი წევრების, მოსამართლეების, პრაქტიკოსი ადვოკატების, მედიატორების, არბიტრებისა და იურიდიული ეთიკის სხვა ექსპერტების მონაწილეობით, შეიმუშავა იურიდიული ეთიკის სასწავლო კურსი სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის. კურსი მოიცავს ადვოკატთა, მოსამართლეთა, პროკურორთა, არბიტრთა და მედიატორთა პროფესიული ეთიკის საკითხებს. კურსის სალექციო ფორმატი აერთიანებს ინდივიდუალურ და ჯგუფურ სავარჯიშოებს, პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებასა და როლურ თამაშებს.

ამ კურსის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, შექმნილი სილაბუსისა და სასწავლო კურსის მასალების დაინტერესებული პირთათვის გასაცნობად, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი 2019 წლის 15-16 თებერვალს, ატარებს ტრენინგს პროფესორ-მასწავლებლებისთვის (TOT). ტრენინგის ფარგლებში მოხდება შექმნილი სილაბუსისა და სასწავლო კურსის მასალების გაზიარება უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებისთვის, ხოლო მიღებული უკუკავშირი აისახება კურსის საბოლოო დოკუმენტებში.

ტრენინგი ჩატარდება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, მისამართზე ქ. თბილისი, ევ. მიქელაძის 1ა.

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან (სასურველია თითოეული უნივერსიტეტიდან 2 პირის მონაწილეობა). რეგიონებიდან ჩამოსული მონაწილეების ხარჯებს (მგზავრობა, სასტუმრო, კვება) ანაზღაურებს ტრენინგის ორგანიზატორი - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 2019 წლის 30 იანვრისა.

ადგილები შეზღუდულია და ტრენინგში მონაწილეობის მიღების საშუალება მიეცემა იმ 16 პროფესორ მასწავლებელს, რომელიც პირველი დარეგისტრირდება.

სასწავლო კურსი შემუშავდა  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ეროვნული შეჯიბრი

2018-11-19

16-18 ნოემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური იმიტირებული შეჯიბრი ადვოკატთა პროფესიულ ეთიკაში. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. 16 ნოემბერს, შეჯიბრის ორგანიზატორებმა მონაწილე გუნდებისათვის ჩაატარეს მოსამზადებელი ტრენინგი, სადაც განიხილეს შეჯიბრის კონცეფცია, წესები და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ძირითადი პრინციპები.

შეჯიბრის პირველადი რაუნდები გაიმართა, 17 ნოემბერს, სადაც ეთიკის კომისიის იმიტირებულ პროცესზე საკუთარი პოზიციები წარადგინა ყველა გუნდმა. 18 ნოემბერს კი ფინალში გადასულმა ოთხმა გუნდმა იასპარეზა. მონაწილე გუნდებს აფასებდნენ პროფესიული ეთიკის სფეროში მოღვაწე მოწვეული ექსპერტ-მსაჯები. სამართლიანი და მიუკერძოებელი შეფასების მიზნებიდან გამომდინარე, მსაჯებისათვის წინასწარ ცნობილი არ იყო მონაწილე გუნდების უნივერსიტეტების შესახებ.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები არ გამოვლენილან და ფინალისტ გუნდებს გადაეცათ სერტიფიკატები ფინალში მოპოვებული წარმატებისათვის. სხვა მონაწილე გუნდებს შორის კი განაწილდა სპეციალური ჯილდოები: კლიენტის ინტერესების საუკეთესოდ წარმოჩენის, ეთიკის კომისიის პრაქტიკის ეფექტიანად გამოყენებისა და საწინააღმდეგო არგუმენტების საუკეთესოდ გაბათილებისათვის. ეს მიდგომა გამოხატავს უნივერსიტეტის კონცეფციას ხელი შეუწყოს იმიტირებულ შეჯიბრებში საგანმანათლებლო მიზნებით მონაწილეობის იდეის პოპულირაზაციას.

შეჯიბრი გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).