იურიდიული ეთიკის მიმართულება

პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) - ის პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

სიახლეები

იურიდიული ეთიკის ინტენსიური კურსი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის
იურიდიული ეთიკის ინტენსიური კურსი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის

2022 წლის 12-16 სექტემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულებამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ბათუმში ჩაატარა იურიდიული ეთიკის ინტენსიური კურსი (crash course). კურსი განხორციელდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.

ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ინტენსიური კურსი მიზნად ისახავს დაეხმაროს სტუდენტებს გააცნობიერონ ადვოკატირების პროცესში გადაწყვეტილების მიღების ეთიკური განზომილება და დაეხმაროს მათ დამოუკიდებლად დასახონ იმ პოტენციური ეთიკური საკითხების მართვის გზები, რომლებსაც ისინი შეხვდებიან პრაქტიკაში. კურსი მოიცავს ლექციების სერიას ადვოკატის პროფესიის მარეგულირებელ კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე; მასში მოცემულია საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის რეგულაციების შედარებითი ანალიზი ადვოკატთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხებზე.

კურსს უძღვებოდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი და ადვოკატი, ქ-ნი ანა ლორია. ინტენსიური კურსი გაიარა ცხრა სტუდენტმა და ორმა სამართლის პროფესორმა.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება ბათუმის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან რამდენიმე წელია თანამშრომლობს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმის უნივერსიტეტში არაერთი საჯარო ლექცია, მრგვალი მაგიდა და დისკუსია გაიმართა.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება ინტენსიური კურსის ჩატარებას ასევე გეგმავს სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებშიც.

პრაქტიკული კურსი იურიდიული ეთიკის კლინიკაში
პრაქტიკული კურსი იურიდიული ეთიკის კლინიკაში

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება აცხადებს კონკურსს იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის მეოთხე კურსის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის იურიდიული ეთიკის კლინიკის კურსში მონაწილეობის მისაღებად.  კურსი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით მიმდინარე, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში (USAID Rule of Law Program). კურსის ფორმატი იქნება ჰიბრიდული, რაც მოიცავს როგორც ონლაინ, ასევე, პირისპირ შეხვედრებს.

იურიდიული ეთიკის პრაქტიკულ კურსს გაუძღვება ქ-ნი თამარ ხუბულური, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის აპარატის უფროსი იურისტი და ქ-ნი ანა ლორია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი.

იურიდიული ეთიკის კლინიკის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ძირითად პრინციპებსა და სტანდარტებს; შეისწავლონ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის პრაქტიკა, რომელიც ადვოკატთა პროფესიულ ეთიკას უკავშირდება. სტუდენტები შეიმუშავებენ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების მოკლე მიმოხილვებს, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების მოკლე მიმოხილვებს, რომლებიც განთავსდება იურიდიული ეთიკის მიმართულების ონლაინ პლატფორმაზე და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. კლინიკის ფარგლებში, სტუდენტები ასევე დაეუფლებიან გადაწყვეტილების/რეკომენდაციების წერის უნარებს. იურიდიული ეთიკის კლინიკის კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 2022 წლის 30 ივნისამდე. იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია.

დისტანციური პრაქტიკული კურსი იურიდიული ეთიკის კლინიკაში
დისტანციური პრაქტიკული კურსი იურიდიული ეთიკის კლინიკაში

2021 წლის 2 დეკემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულებამ გამოაცხადა კონკურსი იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის მესამე, მეოთხე კურსის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის იურიდიული ეთიკის კლინიკის სამ თვიან კურსში (2022 წლის იანვარი – მარტი) მონაწილეობის მისაღებად. კურსისათვის შეირჩა 12 სტუდენტი, რომლებიც წარმოადგენენ შემდეგ უნივერსიტეტებს:

  • ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი;
  • თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი;
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA);
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
  • სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი;
  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;

იურიდიული ეთიკის დისტანციური პრაქტიკული კურსი დაიწყება 2022 წლის 6 იანვარს და გაგრძელდება 2022 წლის 31 მარტამდე. პრაქტიკულ კურსს გაუძღვება ქ-ნი ანა ლორია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის არჩეული წევრი, ადვოკატი, იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი.

იურიდიული ეთიკის კლინიკის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ძირითად პრინციპებსა და სტანდარტებს; შეისწავლონ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის პრაქტიკა, რომელიც ადვოკატთა პროფესიულ ეთიკას უკავშირდება. სტუდენტები შეიმუშავებენ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების მოკლე მიმოხილვებს, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების მოკლე მიმოხილვებს, რომლებიც განთავსდება იურიდიული ეთიკის მიმართულების ონლაინ პლატფორმაზე და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. კლინიკის ფარგლებში, სტუდენტები ასევე დაეუფლებიან გადაწყვეტილების/რეკომენდაციების წერის უნარებს. იურიდიული ეთიკის კლინიკის კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

სამუშაო შეხვედრა პროფესორებისათვის იურიდიული  ეთიკის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით
სამუშაო შეხვედრა პროფესორებისათვის იურიდიული ეთიკის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით, 2021 წლის 16 დეკემბერს, გაიმართა სამუშაო შეხვედრა იმ პროფესორთათვის, რომლებიც ჩართულნი არიან იურიდიული ეთიკის სწავლებაში. შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესორები, რომლებიც იურიდიული ეთიკის კურსს უძღვებიან შემდეგ უნივერსიტეტებში:

  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;
  • ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი;
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  • თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  • საქართველოს უნივერსიტეტი;
  • სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი;
  • ევროპის უნივერსიტეტი; და
  • კავკასიის უნივერსიტეტი.

შეხვედრას უძღვებოდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი ქ-ნი ანა ლორია. შეხვედრაზე განხილულ იქნა იურიდიული ეთიკის ახალი სახელმძღვანელოს სტრუქტურა და სწავლების მეთოდები და გზები თუ როგორ უნდა მოხდეს ახალი სახელმძღვანელოს ინტეგრირება იურიდიული ეთიკის სწავლების/სწავლის პროცესში.

იურიდიული ეთიკის სახელმძღვანელო შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის ფარგლებში – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) და მათი მხარდაჭერის შედეგად.

დისტანციური პრაქტიკული კურსი იურიდიული ეთიკის კლინიკაში
დისტანციური პრაქტიკული კურსი იურიდიული ეთიკის კლინიკაში

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება აცხადებს კონკურსს იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის მესამე, მეოთხე კურსის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის იურიდიული ეთიკის კლინიკის სამ თვიან კურსში (2022 წლის იანვარი – მარტი) მონაწილეობის მისაღებად. კურსის ფორმატი იქნება დისტანციური, რაც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს სხვადასხვა რეგიონიდან ჩაერთონ კლინიკის საქმიანობაში.

იურიდიული ეთიკის პრაქტიკულ კურსს გაუძღვება ქ-ნი ანა ლორია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის არჩეული წევრი, ადვოკატი, იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი.

იურიდიული ეთიკის კლინიკის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ძირითად პრინციპებსა და სტანდარტებს; შეისწავლონ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის პრაქტიკა, რომელიც ადვოკატთა პროფესიულ ეთიკას უკავშირდება. სტუდენტები შეიმუშავებენ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების მოკლე მიმოხილვებს, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების მოკლე მიმოხილვებს, რომლებიც განთავსდება იურიდიული ეთიკის მიმართულების ონლაინ პლატფორმაზე და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. კლინიკის ფარგლებში, სტუდენტები ასევე დაეუფლებიან გადაწყვეტილების/რეკომენდაციების წერის უნარებს. იურიდიული ეთიკის კლინიკის კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა 2021 წლის 20 დეკემბრამდე

ადვოკატთა პროფესიული ეთიკის იმიტირებული დისციპლინური პროცესები
ადვოკატთა პროფესიული ეთიკის იმიტირებული დისციპლინური პროცესები

2021 წლის 27 და 28 ნოემბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით გაიმართა ადვოკატთა პროფესიული ეთიკის რიგით მეოთხე იმიტირებული დისციპლინური პროცესები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ავტორიზებული საჯარო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებმა. გუნდები წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი უნივერსიტეტებიდან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი. მონაწილე გუნდებს აფასებდნენ პროფესიული ეთიკის სფეროში მოღვაწე ექსპერტ-მსაჯები, რომელთა შორის იყვნენ როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრები და ეთიკის კომისიის იურისტები, ასევე პრაქტიკოსი ადვოკატები. სამართლიანი და მიუკერძოებელი შეფასების მიზნებიდან გამომდინარე, მსაჯებისათვის წინასწარ ცნობილი არ იყო მონაწილე გუნდების უნივერსიტეტების შესახებ.

იმიტირებული პროცესები, Covid-19-ით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ონლაინ რეჟიმში წარიმართა.

ორგანიზატორის გადაწყვეტილებით, იმ გუნდებს, რომლებიც ვერ გადავიდნენ ფინალურ რაუნდებში, მიენიჭათ სპეციალური ნომინაციები, ხოლო ფინალში გადასული ოთხი გუნდიდან გამარჯვებულის გამოვლენის ნაცვლად, ოთხივე ფინალისტ გუნდს გადაეცათ სერტიფიკატები ფინალში მოპოვებული წარმატებისათვის და პრიზები – წიგნის მაღაზიის ვაუჩერები. ღონისძიების ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცემა იურიდიული ეთიკის სახელმძღვანელო.

ღონისძიება გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ფარგლებში – კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

იმიტირებული დისციპლინური პროცესები ადვოკატთა პროფესიულ ეთიკაში
იმიტირებული დისციპლინური პროცესები ადვოკატთა პროფესიულ ეთიკაში

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება აცხადებს სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას ადვოკატთა პროფესიული ეთიკის იმიტირებულ დისციპლინურ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2021 წლის 27-28 ნოემბერს. იმიტირებულ დისციპლინურ პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის როგორც ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის, ასევე მაგისტრატურის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებიც არ არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატები.

გუნდი უნდა შედგებოდეს სამი ან ოთხი წევრისაგან/სტუდენტისაგან. შერჩევის პროცესში უპირატესობა ენიჭება პირველად რეგისტრირებულ 10 გუნდს, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. სასურველია გუნდს ჰყავდეს მწვრთნელი/ქოუჩი.

შერჩეული გუნდები საკუთარ პოზიციას წარმოადგენენ ეთიკის კომისიის იმიტირებულ დისციპლინურ პროცესზე. იმიტირებული პროცესები ჩატარდება 2 ეტაპად: პირველადი რაუნდების შემდეგ, ფინალისთვის შეირჩევა ოთხი გუნდი. ფინალში გადასული გუნდების სპეციალური ნომინაციებისა და ჯილდოების შესახებ ცნობილი გახდება უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიის მიმდინარეობისას, ფინალური რაუნდის დასრულების შემდეგ.

იმიტირებული პროცესები Covid-19-ით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გაიმართება ონლაინ რეჟიმში.

გუნდებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოგზავნონ 2021 წლის 1-ლი ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: legalethicschair@newvision.ge

იმიტირებული პროცესების წესები დეტალურად იხილეთ ბმულზე: https://legalethicschair.newvision.ge/themes/lec/assets/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%202021.pdf

სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე: https://legalethicschair.newvision.ge/themes/lec/assets/%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9D%20%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90.pdf

იურიდიული ეთიკის ყოველწლიური კონფერენცია
იურიდიული ეთიკის ყოველწლიური კონფერენცია

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულებამ, 2021 წლის 13-14 მაისს, ორგანიზება გაუწია რიგით მეოთხე ყოველწლიურ კონფერენციას იურიდიულ ეთიკაში. საქართველოში, Covid-19-ით გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე, ღონისძიება ონლაინ წარიმართა.

კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა მომხსენებლებმა/ექსპერტებმა ისაუბრეს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის სფეროში არსებულ უახლეს გამოწვევებზე, მათ შორის: ფულის გათეთრების წინააღმდეგ შეტყობინების და კონფიდენციალობის ვალდებულებების ურთიერთმიმართებაზე; უნიფიცირებულ პროფესიაზე; ადვოკატის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევაზე; ტექნოლოგიური კომპეტენციის ეთიკურ ვალდებულებაზე; კლიენტის მომსახურების შეწყვეტისას წარმოშობილი ადვოკატის ეთიკურ ვალდებულებებზე; ადვოკატის როლსა და ეთიკურ ვალდებულებებზე მედიაციის პროცესში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც პრაქტიკოსმა იურისტებმა (მოსამართლეებმა, ეთიკის კომისიის წევრებმა, ადვოკატებმა, მედიატორებმა), ასევე, აკადემიური წრის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა.

ღონისძიება გაიმართა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის მეშვეობით - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე – „როგორ ამოვიცნოთ და ავირიდოთ ინტერესთა კონფლიქტი?“
ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე – „როგორ ამოვიცნოთ და ავირიდოთ ინტერესთა კონფლიქტი?“

2021 წლის 28 აპრილს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულებისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა ონლაინ საჯარო ლექცია/დისკუსია თემაზე – „როგორ ამოვიცნოთ და ავირიდოთ ინტერესთა კონფლიქტი?“.

საჯარო ლექციას გაუძღვა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი – ქ-ნი ანა ლორია. საჯარო ლექციას დაესწრნენ იურიდული ფაკულტეტის სტუდენტები, პრაქტიკოსი იურისტები და სამართლის პროფესორები.

ღონისძიების მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორის განვითარების სააგენტო (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის ფარგლებში – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG).

დისტანციური პრაქტიკული კურსი იურიდიული ეთიკის კლინიკაში
დისტანციური პრაქტიკული კურსი იურიდიული ეთიკის კლინიკაში

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება აცხადებს კონკურსს იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის მესამე, მეოთხე კურსის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის იურიდიული ეთიკის კლინიკის ოთხ თვიან კურსში მონაწილეობის მისაღებად. კურსის ფორმატი იქნება დისტანციური, რაც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს სხვადასხვა რეგიონიდან ჩაერთონ კლინიკის საქმიანობაში.
იურიდიული ეთიკის პრაქტიკულ კურსს გაუძღვებიან ქ.-ნი თამარ ხუბულური, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის აპარატის უფროსი იურისტი, იურიდიული ეთიკის მიმართულების მკვლევარი და ქ-ნი ანა ლორია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის არჩეული წევრი, იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი.
იურიდიული ეთიკის კლინიკის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ძირითად პრინციპებსა და სტანდარტებს; შეისწავლონ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის პრაქტიკა, რომელიც ადვოკატთა პროფესიულ ეთიკას უკავშირდება. სტუდენტები შეიმუშავებენ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების მოკლე მიმოხილვებს, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების მოკლე მიმოხილვებს, რომლებიც განთავსდება იურიდიული ეთიკის მიმართულების ონლაინ პლატფორმაზე და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. კლინიკის ფარგლებში, სტუდენტები ასევე დაეუფლებიან გადაწყვეტილების/რეკომენდაციების წერის უნარებს, მონაწილეობას მიიღებენ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის საკითხებზე წარმართულ იმიტირებულ პროცესში. იურიდიული ეთიკის კლინიკის კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა 2021 წლის 24 თებერვლამდე.
პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების
სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის
პროგრამის ფარგლებში – კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ეროვნული შეჯიბრი

2018-11-19

16-18 ნოემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური იმიტირებული შეჯიბრი ადვოკატთა პროფესიულ ეთიკაში. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. 16 ნოემბერს, შეჯიბრის ორგანიზატორებმა მონაწილე გუნდებისათვის ჩაატარეს მოსამზადებელი ტრენინგი, სადაც განიხილეს შეჯიბრის კონცეფცია, წესები და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ძირითადი პრინციპები.

შეჯიბრის პირველადი რაუნდები გაიმართა, 17 ნოემბერს, სადაც ეთიკის კომისიის იმიტირებულ პროცესზე საკუთარი პოზიციები წარადგინა ყველა გუნდმა. 18 ნოემბერს კი ფინალში გადასულმა ოთხმა გუნდმა იასპარეზა. მონაწილე გუნდებს აფასებდნენ პროფესიული ეთიკის სფეროში მოღვაწე მოწვეული ექსპერტ-მსაჯები. სამართლიანი და მიუკერძოებელი შეფასების მიზნებიდან გამომდინარე, მსაჯებისათვის წინასწარ ცნობილი არ იყო მონაწილე გუნდების უნივერსიტეტების შესახებ.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები არ გამოვლენილან და ფინალისტ გუნდებს გადაეცათ სერტიფიკატები ფინალში მოპოვებული წარმატებისათვის. სხვა მონაწილე გუნდებს შორის კი განაწილდა სპეციალური ჯილდოები: კლიენტის ინტერესების საუკეთესოდ წარმოჩენის, ეთიკის კომისიის პრაქტიკის ეფექტიანად გამოყენებისა და საწინააღმდეგო არგუმენტების საუკეთესოდ გაბათილებისათვის. ეს მიდგომა გამოხატავს უნივერსიტეტის კონცეფციას ხელი შეუწყოს იმიტირებულ შეჯიბრებში საგანმანათლებლო მიზნებით მონაწილეობის იდეის პოპულირაზაციას.

შეჯიბრი გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).