იურიდიული ეთიკის მიმართულება

პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) - ის პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

სიახლეები

ადვოკატთა პროფესიული ეთიკის იმიტირებული პროცესები
ადვოკატთა პროფესიული ეთიკის იმიტირებული პროცესები

2020 წლის 5 და 6 დეკემბერს, თბილისში, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით, გაიმართა ადვოკატთა პროფესიული ეთიკის რიგით მესამე იმიტირებული პროცესების შეჯიბრი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ავტორიზებულმა საჯარო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებმა. გუნდები წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი უნივერსიტეტებიდან: ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი. მონაწილე გუნდებს აფასებდნენ პროფესიული ეთიკის სფეროში მოღვაწე მოწვეული ექსპერტ-მსაჯები, რომელთა შორის იყვნენ როგორც პრაქტიკოსი ადვოკატები, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრები და ეთიკის კომისიის იურისტები. სამართლიანი და მიუკერძოებელი შეფასების მიზნებიდან გამომდინარე, მსაჯებისათვის წინასწარ ცნობილი არ იყო მონაწილე გუნდების უნივერსიტეტების შესახებ.

იმიტირებული პროცესები, Covid-19-ით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

ორგანიზატორი უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, პირველ ტურში დამარცხებული გუნდებიდან გამოვლინდა სპეციალური ნომინაციები, ხოლო ფინალში გადასული ოთხი გუნდიდან გამარჯვებულის გამოვლენის ნაცვლად, ოთხივე ფინალისტ გუნდს გადაეცა სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები - წიგნის მაღაზიის ვაუჩერები. ეს მიდგომა გამოხატავს უნივერსიტეტის კონცეფციას ხელი შეუწყოს იმიტირებულ პროცესებში საგანმანათლებლო მიზნებით მონაწილეობის იდეის პოპულარიზაციას.

ღონისძიება გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

გაიმართა იურიდიული ეთიკის მესამე კონფერენცია
გაიმართა იურიდიული ეთიკის მესამე კონფერენცია

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულებამ, 2020 წლის 29-30 სექტემბერს, ორგანიზება გაუწია რიგით მესამე ყოველწლიურ კონფერენციას იურიდიულ ეთიკაში. Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო ღონისძიება ონლაინ წარიმართა.

კონფერენციაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს იურიდიული ეთიკის სფეროში უახლეს გამოწვევებსა და პრობლემატიკაზე, მათ შორის: ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მიზანსა და დისციპლინური სახდელის პროპორციულობაზე; მტკიცების ტვირთზე დისციპლინურ წარმოებაში; ინტერესთა კონფლიქტსა და ინფორმირებული თანხმობის მნიშვნელობაზე; მოსამართლის მხრიდან სოციალური მედიის გამოყენებაზე; მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპისა და აშშ-ს მაგალითზე; პროკურორების გამოხატვის თავისუფლებაზე მედიაში და ინტერესთა კონფლიქტზე მედიაციაში.

ღონისძიება გაიმართა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის მეშვეობით - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

იურიდიული ეთიკის ყოველწლიური ონლაინ კონფერენცია

2020 წლის 29-30 სექტემბერს, 17:00 საათიდან - 19:00 საათამდე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით გაიმართება იურიდიული ეთიკის ყოველწლიური კონფერენცია. კონფერენცია ჩატარდება ონლაინ, Google Meet პროგრამის მეშვეობით. კონფერენციაზე საუბარი იქნება ადვოკატების, პროკურორების, მედიატორებისა და მოსამართლეების ეთიკაში არსებულ გამოწვევებზე. კონფერენციაზე მოწვეული ექსპერტებისა და განსახილველი საკითხების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დღის წესრიგში.

ღონისძიებაზე ონლაინ დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeNfvy1V5LBhvHRd3bHbF-7y1h4WOhOJJeKPXKEu2QMPWMo1Q/viewform

პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

დისტანციური პრაქტიკული კურსი იურიდიული ეთიკის კლინიკაში
დისტანციური პრაქტიკული კურსი იურიდიული ეთიკის კლინიკაში

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება აცხადებს კონკურსს იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის მესამე, მეოთხე კურსის სტუდენტებისათვის და მაგისტრანტებისთვის იურიდიული ეთიკის კლინიკის ოთხ თვიან კურსში მონაწილეობის მისაღებად. კურსის ფორმატი იქნება დისტანციური, რაც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს სხვადასხვა რეგიონიდან ჩაერთონ კლინიკის საქმიანობაში.

იურიდიული ეთიკის პრაქტიკულ კურსს გაუძღვებიან ქ.-ნი თამარ ხუბულური, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის აპარატის უფროსი იურისტი, იურიდიული ეთიკის მიმართულების მკვლევარი და ქ-ნი ანა ლორია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის არჩეული წევრი, იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი.

იურიდიული ეთიკის კლინიკის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ძირითად პრინციპებსა და სტანდარტებს; შეისწავლონ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის პრაქტიკა, რომელიც ადვოკატთა პროფესიულ ეთიკას უკავშირდება. სტუდენტები შეიმუშავებენ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების მოკლე მიმოხილვებს, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების მოკლე მიმოხილვებს, რომლებიც განთავსდება იურიდიული ეთიკის მიმართულების ონლაინ პლატფორმაზე და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. კლინიკის ფარგლებში, სტუდენტები ასევე დაეუფლებიან გადაწყვეტილების/რეკომენდაციების წერის უნარებს, მონაწილეობას მიიღებენ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის საკითხებზე წარმართულ იმიტირებულ პროცესში. იურიდიული ეთიკის კლინიკის კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე.

პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

ონლაინ საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე - „ინტერესთა კონფლიქტი და ინფორმირებული თანხმობის მნიშვნელობა“
ონლაინ საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე - „ინტერესთა კონფლიქტი და ინფორმირებული თანხმობის მნიშვნელობა“

4 ივნისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე - „ინტერესთა კონფლიქტი და ინფორმირებული თანხმობის მნიშვნელობა“.

ლექციას უძღვებოდა თამარ ხუბულური, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების მკვლევარი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის უფროსი იურისტი.

ონლაინ საჯარო ლექციის ფორმატში, ქალბატონმა თამარმა განიხილა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის სრული შემადგენლობის მიერ დადგენილი ახალი სტანდარტი, რომელიც ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაში ერთი ადვოკატის მხრიდან კონფლიქტში მყოფი პირების წარმომადგენლობას უკავშირდება.

ღონისძიებას დაესწრნენ და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა, პრაქტიკოსმა იურისტებმა და ადვოკატებმა.

ონლაინ ლექციის ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ღონისძიება გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

დისტანციური პრაქტიკული კურსი იურიდიული ეთიკის კლინიკაში
დისტანციური პრაქტიკული კურსი იურიდიული ეთიკის კლინიკაში

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება აცხადებს კონკურსს იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის მესამე, მეოთხე კურსის სტუდენტებისათვის და მაგისტრანტებისთვის იურიდიული ეთიკის კლინიკის ოთხ თვიან კურსში მონაწილეობის მისაღებად. კურსის ფორმატი იქნება დისტანციური. თუმცა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის პოზიტიურად შეცვლასთან ერთად, შესაძლებელი იქნება ყოველკვირეული შეხვედრების და ჯგუფური განხილვების ორგანიზება.

იურიდიული ეთიკის პრაქტიკულ კურსს გაუძღვებიან ქ.-ნი თამარ ხუბულური, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის უფროსი იურისტი, იურიდიული ეთიკის მიმართულების მკვლევარი და ქ-ნი ანა ლორია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის არჩეული წევრი, იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი.

იურიდიული ეთიკის კლინიკის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ძირითად პრინციპებსა და სტანდარტებს; შეისწავლონ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის პრაქტიკა, რომელიც ადვოკატთა პროფესიულ ეთიკას უკავშირდება. სტუდენტები შეიმუშავაბენ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების მოკლე მიმოხილვებს, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების მოკლე მიმოხილვებს, რომლებიც განთავსდება იურიდიული ეთიკის მიმართულების ონლაინ პლატფორმაზე და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. კლინიკის ფარგლებში, სტუდენტები ასევე დაეუფლებიან გადაწყვეტილების/რეკომენდაციების წერის უნარებს. იურიდიული ეთიკის კლინიკის კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა 2020 წლის 7 აპრილამდე. 

პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

სამართლებრივი დებატები თემაზე - „გამოხატვის თავისუფლება პროფესიულ ეთიკაში“
სამართლებრივი დებატები თემაზე - „გამოხატვის თავისუფლება პროფესიულ ეთიკაში“

2020 წლის 28 თებერვალს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით გაიმართა სამართლებრივი დებატები თემაზე - „გამოხატვის თავისუფლება პროფესიულ ეთიკაში“. დებატებში მონაწილეობა მიიღეს ქეთევან მესხიშვილმა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ და ირაკლი კორძახიამ - ადვოკატმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრმა, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ექსპერტმა.

დებატებსა და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს როგორც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, ასევე, პრაქტიკოსმა იურისტებმაც. 

დებატები გაიმართა იურიდიული ეთიკის მიმართულების ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის ფარგლებში - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG).

მრგვალი მაგიდა თემაზე - „გამოხატვის თავისუფლება და დეონტოლოგიური ვალდებულებები“
მრგვალი მაგიდა თემაზე - „გამოხატვის თავისუფლება და დეონტოლოგიური ვალდებულებები“

2020 წლის 18 თებერვალს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულებამ გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე - „გამოხატვის თავისუფლება და დეონტოლოგიური ვალდებულებები“. დისკუსია შეეხო მოსამართლის და ადვოკატის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლებს, მათზე დაკისრებული პროფესიული ვალდებულებების გამო. განხილული იყო მოსამართლის ან ადვოკატის მხრიდან საჯაროდ, მათ შორის, ტელევიზიის ან სოციალური ქსელის მეშვეობით, მოსაზრებების გავრცელება მართლმსაჯულებისადმი ნდობის შენარჩუნების, კოლეგიალობის, პროცესის მონაწილეთა პატივისცემის, დამცირების ან დისკრიმინაციის დაუშვებლობის და სხვა ეთიკური ვალდებულებების ჭრილში, მოსამართლის და ადვოკატის პროფესიის სპეციფიკის გათვალისწინებით.

დისკუსიას, მრგვალი მაგიდის ფორმატში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ქალბატონი ეკატერინე გასიტაშვილი, იურიდიული ეთიკის მიმართულების ხელმძღვანელი - სოფიო ჩაჩავა და ადვოკატი, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი და იურიდიული ეთიკის მიმართულების ექსპერტი - ირაკლი კორძახია გაუძღვნენ.

ღონისძიებას უმასპინძლა უზენაესმა სასამართლომ და მასში მონაწილეობა მიიღეს პროფესორ-მასწავლებლებმა სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

მრგვალი მაგიდა გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ფარგლებში - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG).

სამართლებრივი დებატები თემაზე - „გამოხატვის თავისუფლება პროფესიულ ეთიკაში“
სამართლებრივი დებატები თემაზე - „გამოხატვის თავისუფლება პროფესიულ ეთიკაში“

2020 წლის 28 თებერვალს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით გაიმართება სამართლებრივი დებატები თემაზე - „გამოხატვის თავისუფლება პროფესიულ ეთიკაში“. დებატებში მონაწილეობას მიიღებენ ქეთევან მესხიშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე და ირაკლი კორძახია - ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ექსპერტი.

დებატებზე დასწრება და დისკუსიაში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდული ფაკულტეტის სტუდენტებს, პრაქტიკოს იურისტებს, აკადემიური წრის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებული პირებს.

სამართლებრივი დებატები გაიმართება 28 თებერვალს 19:00 საათზე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში (მის: ევ. მიქელაძის 1ა).

დებატები ხორციელდება იურიდიული ეთიკის მიმართულების პროექტის ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის ფარგლებში - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG).

მრგვალი მაგიდა თემაზე - „გამოხატვის თავისუფლება და დეონტოლოგიური ვალდებულებები“
მრგვალი მაგიდა თემაზე - „გამოხატვის თავისუფლება და დეონტოლოგიური ვალდებულებები“

2020 წლის 18 თებერვალს, 19:00 საათზე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება მართავს მრგვალ მაგიდას თემაზე - „გამოხატვის თავისუფლება და დეონტოლოგიური ვალდებულებები“. დისკუსია შეეხება მოსამართლის და ადვოკატის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლებს, მათზე დაკისრებული პროფესიული ვალდებულებების გამო. განხილული იქნება მოსამართლის ან ადვოკატის მხრიდან საჯაროდ, მათ შორის, ტელევიზიის ან სოციალური ქსელის მეშვეობით მოსაზრებების გავრცელება მართლმსაჯულებისადმი ნდობის შენარჩუნების, კოლეგიალობის, პროცესის მონაწილეთა პატივისცემის, დამცირების ან დისკრიმინაციის დაუშვებლობის და სხვა ეთიკური ვალდებულებების ჭრილში მოსამართლის და ადვოკატის პროფესიის სპეციფიკის გათვალისწინებით.

დისკუსიას, მრგვალი მაგიდის ფორმატში, გაუძღვებიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ქალბატონი ეკატერინე გასიტაშვილი, იურიდიული ეთიკის მიმართულების ხელმძღვანელი - სოფიო ჩაჩავა, თანახელმძღვანელი - ანა ლორია და ექსპერტი ირაკლი კორძახია.

ღონისძიება გაიმართება უზენაეს სასამართლოში და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ იმ პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში იურიდიული ეთიკის კურსს უძღვებიან.

დისკუსიაში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. ადგილები შეზღუდულია, ამიტომ უპირატესობა მიენიჭება პირველად რეგისტრირებულ 10 მონაწილეს. https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdkPjy8GH28uv7JVbtd9lGJptCENlKkbvGer9hmP_kALUs3Xw/viewform

მრგვალი მაგიდა იმართება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ფარგლებში - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG).

ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ეროვნული შეჯიბრი

2018-11-19

16-18 ნოემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური იმიტირებული შეჯიბრი ადვოკატთა პროფესიულ ეთიკაში. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. 16 ნოემბერს, შეჯიბრის ორგანიზატორებმა მონაწილე გუნდებისათვის ჩაატარეს მოსამზადებელი ტრენინგი, სადაც განიხილეს შეჯიბრის კონცეფცია, წესები და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ძირითადი პრინციპები.

შეჯიბრის პირველადი რაუნდები გაიმართა, 17 ნოემბერს, სადაც ეთიკის კომისიის იმიტირებულ პროცესზე საკუთარი პოზიციები წარადგინა ყველა გუნდმა. 18 ნოემბერს კი ფინალში გადასულმა ოთხმა გუნდმა იასპარეზა. მონაწილე გუნდებს აფასებდნენ პროფესიული ეთიკის სფეროში მოღვაწე მოწვეული ექსპერტ-მსაჯები. სამართლიანი და მიუკერძოებელი შეფასების მიზნებიდან გამომდინარე, მსაჯებისათვის წინასწარ ცნობილი არ იყო მონაწილე გუნდების უნივერსიტეტების შესახებ.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები არ გამოვლენილან და ფინალისტ გუნდებს გადაეცათ სერტიფიკატები ფინალში მოპოვებული წარმატებისათვის. სხვა მონაწილე გუნდებს შორის კი განაწილდა სპეციალური ჯილდოები: კლიენტის ინტერესების საუკეთესოდ წარმოჩენის, ეთიკის კომისიის პრაქტიკის ეფექტიანად გამოყენებისა და საწინააღმდეგო არგუმენტების საუკეთესოდ გაბათილებისათვის. ეს მიდგომა გამოხატავს უნივერსიტეტის კონცეფციას ხელი შეუწყოს იმიტირებულ შეჯიბრებში საგანმანათლებლო მიზნებით მონაწილეობის იდეის პოპულირაზაციას.

შეჯიბრი გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).