იურიდიული ეთიკის მიმართულება

პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) - ის პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

სიახლეები

კინოჩვენება და დისკუსია - „სჯობს დაურეკოთ სოლს“ (ადვოკატის დისციპლინირება)
კინოჩვენება და დისკუსია - „სჯობს დაურეკოთ სოლს“ (ადვოკატის დისციპლინირება)

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულებამ 30 იანვარს რიგით მეორე კინოჩვენებასა და დისკუსიას უმასპინძლა. სესიის ფარგლებში ნაჩვენები იქნა ადვოკატის დისციპლინირების პროცედურა და ინტერვიუ ეთიკის კომისიასთან პოპულარული ამერიკული სერიალიდან - „სჯობს დაურეკოთ სოლს“ (მე-3 სეზონი, მე-5 აპიზოდი; მე-4 სეზონი, მე-9 ეპიზოდი). სერიალი მოგვითხრობს სისხლის სამართლის ადვოკატ ჯეიმს მაკგილზე, რომლის საინტერესო, დრამატული და ამავდროულად კომიკური ტრანსფორმაცის მოწმენი ვხდებით სოლ გუდმენად. მოცემულ ეპიზოდებში ნაჩვენები იყო ადვოკატის დისციპლინირების პროცესი, დისციპლინირების მიზანი და მხარეთა უფლებები დისციპლინური წარმოებისას; ასევე, ადვოკატის სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებული კომუნიკაცია ეთიკის კომისიასთან.

კინოჩვენების შემდგომ გაიმართა დისკუსია, რომელსაც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი და იურისტი ანა ლორია უძღვებოდა. დისკუსიის ფორმატში განხილულ იქნა სერიებში დასმულ პრობლემატიკა და ადვოკატის დისციპლინირების პროცესი ამერიკის შეერთებული შტატებსა და საქართველოში.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე - „კონფიდენციალობა და პრივილეგია"
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე - „კონფიდენციალობა და პრივილეგია"

22 იანვარს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართლებამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე - „კონფიდენციალობა და პრივილეგია.“ დისკუსიას, მრგვალი მაგიდის ფორმატში, გაუძღვა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი - ანა ლორია. შეხვედრაზე განიხილეს კონფიდენციალობისა და პრივილეგირებული კომუნიკაციის დეფინიცია, საკანონმდებლო ხარვეზები და პრივილეგიის გავრცელების ფარგლები, როგორც საქართველოს, ასევე ევროპის, ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების რეგულაციებისა და პრაქტიკის მაგალითებზე.

ღონისძიება ჩატარდა ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღეს სამართლის პროფესორებმა  და პრაქტიკოსმა ადვოკატებმა.

მრგვალი მაგიდა გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ფარგლებში - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG).

მრგვალი მაგიდა იურიდიული ეთიკის საკითხებზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
მრგვალი მაგიდა იურიდიული ეთიკის საკითხებზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

22 იანვარს, 16:00 საათზე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართლება, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მართავს მრგვალ მაგიდას თემაზე - „კონფიდენციალობა და პრივილეგია.“ დისკუსიას, მრგვალი მაგიდის ფორმატში, გაუძღვება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი - ანა ლორია. შეხვედრაზე განხილული იქნება კონფიდენციალობისა და პრივილეგირებული კომუნიკაციის დეფინიცია, საკანონმდებლო ხარვეზები და პრივილეგიის გავრცელების ფარგლები, როგორც საქართველოს, ასევე ევროპის, ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების რეგულაციებისა და პრაქტიკის მაგალითებზე.

ღონისძიება ჩატარდება ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა შეუძლიათ სამართლის პროფესორებსა და პრაქტიკოს ადვოკატებს.

მრგვალი მაგიდა იმართება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ფარგლებში - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG).

სტატიების კონკურსი
სტატიების კონკურსი

უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება აცხადებს კონკურსს სტატიების მიღებაზე ადვოკატთა პროფესიული ეთიკის საკითხების შესახებ. სტატია უნდა შეიქმნას შემდეგ თემატიკაზე: ადვოკატთა პროფესიული ეთიკის სფეროში არსებული აქტუალური საკითხები ან ეთიკის კომისიის ან/და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების ანალიზი.

წარმოდგენილი ნაშრომებიდან შერჩეული საუკეთესო კვლევები გამოქვეყნდება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ვებგვერდზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესორ-მასწავლებლებს, პრაქტიკოს იურისტებს, ადვოკატებს, ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.

პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 5 მარტი.

ნაშრომები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელქტრონულ ფოსტაზე:

legalethicschair@newvision.ge

სტუდენტური იმიტირებული შეჯიბრი ადვოკატთა პროფესიულ ეთიკაში
სტუდენტური იმიტირებული შეჯიბრი ადვოკატთა პროფესიულ ეთიკაში

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში  1-ელ დეკემბერს დასრულდა სამდღიანი სტუდენტური იმიტირებული შეჯიბრი ადვოკატთა პროფესიულ ეთიკაში.  შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა. პირველ ეტაპზე წარმოდგენილი იყო 8 სტუდენტური გუნდი, საბოლოო ეტაპზე კი ფინალში გადასულმა ოთხმა გუნდმა იასპარეზა. მონაწილე გუნდებს აფასებდნენ პროფესიული ეთიკის სფეროში მოღვაწე მოწვეული ექსპერტ-მსაჯები. სამართლიანი და მიუკერძოებელი შეფასების მიზნებიდან გამომდინარე მსაჯებისათვის წინასწარ ცნობილი არ იყო მონაწილე გუნდების უნივერსიტეტების შესახებ.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები არ გამოვლენილან და ფინალისტ გუნდებს გადაეცათ სერტიფიკატები სხვადასხვა ნომინაციებში. ეს მიდგომა გამოხატავს უნივერსიტეტის კონცეფციას ხელი შეუწყოს იმიტირებულ შეჯიბრებში საგანმანათლებლო მიზნებით მონაწილეობის იდეის პოპულირაზაციას.  

შეჯიბრი გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

საჯარო ლექცია თემაზე -  „ადვოკატის როლი და ეთიკის მნიშვნელობა იურიდიულ პროფესიაში“
საჯარო ლექცია თემაზე - „ადვოკატის როლი და ეთიკის მნიშვნელობა იურიდიულ პროფესიაში“

2019 წლის 25 ნოემბერს, დაიგეგმა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი აქტივობა - საჯარო ლექცია. ლექცია გაიმართება თემაზე - „ადვოკატის როლი და ეთიკის მნიშვნელობა იურიდიულ პროფესიაში“. საჯარო ლექციას გაუძღვება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი - ანა ლორია.

საჯარო ლექციაზე დასწრება შეუძლიათ იურიდული ფაკულტეტის სტუდენტებს, პრაქტიკოს იურისტებსა და სხვა დაინტერესებული პირებს.

საჯარო ლექცია გაიმართება 25 ნოემბერს, 14:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

საჯარო ლექციის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის ფარგლებში - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG).

‘The Lincoln Lawyer’  -  კინოჩვენება და დისკუსია
‘The Lincoln Lawyer’ - კინოჩვენება და დისკუსია

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ფარგლებში 21 ნოემბერს 17:00 საათზე უნივერსიტეტის ეკოკამპუსში გაიმართება ფილმის „ლინკოლნი ადვოკატისათვის“ ჩვენება და დისკუსია. ეს არის 2011 წლის ფილმი, რომლის რეჟისორია ბრედ ფურმანი. ფილმში ნაჩვენებია ისტორია ჰოლივუდელ ადვოკატ მიკ ჰოლერზე, რომელიც მეტად საინტერესო სისხლის სამართლის საქმეებს უძღვება თავისი ავტომობილიდან - ლინკოლნიდან. ეს არის ფილმი, რომელიც ყველა იურისტმა უნდა ნახოს.

კინოჩვენებას უმასპინძლებს ‘Audimax studio’ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო კამპუსში. დისკუსიას გაუძღვება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი და იურისტი ანა ლორია. დისკუსიის ფორმატში განვიხილავთ ფილმში დასმულ პრობლემატიკას ადვოკატის ქმედებებს პროფესიულ ეთიკასთან მიმართებით.

დასწრება თავისუფალია.

კინოჩვენების მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის ფარგლებში - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG).

უნივერსიტეტში ქართული სამართლის მიმოხილვის პრეზენტაცია გაიმართა
უნივერსიტეტში ქართული სამართლის მიმოხილვის პრეზენტაცია გაიმართა

2019 წლის 24 ოქტომბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გაიმართა ჟურნალ ქართული სამართლის მიმოხილვის პრეზენტაცია.

გამოცემა აერთიანებს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ფარგლებში შექმნილ სტატიებსა და კვლევებს, რომლებიც იურიდიული ეთიკის აქტუალურ საკითხებს შეეხება. ჟურნალში შეხვდებით როგორც პრაქტიკოსი იურისტების, ასევე, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მიერ შექმნილ ნაშრომებს.

ჟურნალის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამა - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG).

ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ეროვნული შეჯიბრი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება ატარებს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ეროვნულ შეჯიბრს, რისთვისაც იწყებს გუნდების რეგისტრაციას. შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის როგორც ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის, ასევე მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.

გუნდი უნდა შედგებოდეს ოთხი წევრისაგან/სტუდენტისაგან. შერჩევის პროცესში უპირატესობა ენიჭება პირველად რეგისტრირებულ 10 გუნდს, აქედან 8 გუნდი შეირჩევა თბილისიდან, ხოლო 2 გუნდი - რეგიონებიდან. გუნდის წევრი არ შეიძლება იყოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. რეგიონებიდან ჩამოსული გუნდების ხარჯებს (მგზავრობა, სასტუმრო) ანაზღაურებს შეჯიბრის ორგანიზატორი.

შერჩეული გუნდები საკუთარ პოზიციას წარმოადგენენ ეთიკის კომისიის იმიტირებულ პროცესზე. შეჯიბრი ტარდება 2 ეტაპად: პირველი იმიტირებული პროცესის შემდეგი ფინალისთვის შეირჩევა ოთხი გუნდი. ფინალში გამოვლინდება 1-ელ, მე-2, მე-3 და მე-4 ადგილზე გასული გუნდები, რომლებიც დაჯილდოვდებიან.

იმიტირებულ პროცესზე გუნდებს შეაფასებენ მოწვეული მსაჯები. მსაჯები შეირჩევიან პრაქტიკოსი იურისტების და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ექსპერტების შემადგენლობიდან.

გუნდებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოგზავნონ 2019 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: legalethicschair@newvision.ge

შეჯიბრის წესები დეტალურად იხილეთ ბმულზე.

იურიდიული ეთიკის სასწავლო კურსის სილაბუსის პრეზენტაცია
იურიდიული ეთიკის სასწავლო კურსის სილაბუსის პრეზენტაცია

23 სექტემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების სამუშაო ჯგუფი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორებსა და მოწვეულ ლექტორებს შეხვდა და სამართლის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო კურსის სილაბუსი გააცნო იურიდიულ ეთიკაში.

კურსი მოიცავს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის საკითხებს და აერთიანებს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე ინდივიდუალურ და ჯგუფურ სავარჯიშოებს, პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებასა და როლურ თამაშებს. სამაგისტრო საფეხურისათვის განკუთვნილ სილაბუსში მეტი აქცენტია გაკეთებული საერთაშორისო კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე ადვოკატთა პროფესიული ეთიკის დარგში. კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი.

აღნიშნული კურსი უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების სამუშაო ჯგუფმა, ეთიკის კომისიის მოქმედი და ყოფილი წევრების, პრაქტიკოსი ადვოკატების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით შეიმუშავა. იურიდიული ეთიკის მიმართულების პროექტს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ხელშეწყობით.

სილაბუსის გაზიარების მიზნით გამართულ სამუშაო შეხვედრას ათამდე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებელი და სახელმწიფო დაწესებულებების იურისტები დაესწრნენ.

ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ეროვნული შეჯიბრი

2018-11-19

16-18 ნოემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური იმიტირებული შეჯიბრი ადვოკატთა პროფესიულ ეთიკაში. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. 16 ნოემბერს, შეჯიბრის ორგანიზატორებმა მონაწილე გუნდებისათვის ჩაატარეს მოსამზადებელი ტრენინგი, სადაც განიხილეს შეჯიბრის კონცეფცია, წესები და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ძირითადი პრინციპები.

შეჯიბრის პირველადი რაუნდები გაიმართა, 17 ნოემბერს, სადაც ეთიკის კომისიის იმიტირებულ პროცესზე საკუთარი პოზიციები წარადგინა ყველა გუნდმა. 18 ნოემბერს კი ფინალში გადასულმა ოთხმა გუნდმა იასპარეზა. მონაწილე გუნდებს აფასებდნენ პროფესიული ეთიკის სფეროში მოღვაწე მოწვეული ექსპერტ-მსაჯები. სამართლიანი და მიუკერძოებელი შეფასების მიზნებიდან გამომდინარე, მსაჯებისათვის წინასწარ ცნობილი არ იყო მონაწილე გუნდების უნივერსიტეტების შესახებ.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები არ გამოვლენილან და ფინალისტ გუნდებს გადაეცათ სერტიფიკატები ფინალში მოპოვებული წარმატებისათვის. სხვა მონაწილე გუნდებს შორის კი განაწილდა სპეციალური ჯილდოები: კლიენტის ინტერესების საუკეთესოდ წარმოჩენის, ეთიკის კომისიის პრაქტიკის ეფექტიანად გამოყენებისა და საწინააღმდეგო არგუმენტების საუკეთესოდ გაბათილებისათვის. ეს მიდგომა გამოხატავს უნივერსიტეტის კონცეფციას ხელი შეუწყოს იმიტირებულ შეჯიბრებში საგანმანათლებლო მიზნებით მონაწილეობის იდეის პოპულირაზაციას.

შეჯიბრი გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).