იურიდიული ეთიკის მიმართულება

პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) - ის პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

სიახლეები

პროფესორ-მასწავლებელთა ტრენინგი იურიდიული ეთიკის მიმართულებით

სამუშაო ჯგუფმა, ეთიკის კომისიის მოქმედი და ყოფილი წევრების, მოსამართლეების, პრაქტიკოსი ადვოკატების, მედიატორების, არბიტრებისა და იურიდიული ეთიკის სხვა ექსპერტების მონაწილეობით, შეიმუშავა იურიდიული ეთიკის სასწავლო კურსი სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის. კურსი მოიცავს ადვოკატთა, მოსამართლეთა, პროკურორთა, არბიტრთა და მედიატორთა პროფესიული ეთიკის საკითხებს. კურსის სალექციო ფორმატი აერთიანებს ინდივიდუალურ და ჯგუფურ სავარჯიშოებს, პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებასა და როლურ თამაშებს.

ამ კურსის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, შექმნილი სილაბუსისა და სასწავლო კურსის მასალების დაინტერესებული პირთათვის გასაცნობად, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი 2019 წლის 15-16 თებერვალს, ატარებს ტრენინგს პროფესორ-მასწავლებლებისთვის (TOT). ტრენინგის ფარგლებში მოხდება შექმნილი სილაბუსისა და სასწავლო კურსის მასალების გაზიარება უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებისთვის, ხოლო მიღებული უკუკავშირი აისახება კურსის საბოლოო დოკუმენტებში.

ტრენინგი ჩატარდება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, მისამართზე ქ. თბილისი, ევ. მიქელაძის 1ა.

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან (სასურველია თითოეული უნივერსიტეტიდან 2 პირის მონაწილეობა). რეგიონებიდან ჩამოსული მონაწილეების ხარჯებს (მგზავრობა, სასტუმრო, კვება) ანაზღაურებს ტრენინგის ორგანიზატორი - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 2019 წლის 30 იანვრისა.

ადგილები შეზღუდულია და ტრენინგში მონაწილეობის მიღების საშუალება მიეცემა იმ 16 პროფესორ მასწავლებელს, რომელიც პირველი დარეგისტრირდება.

სასწავლო კურსი შემუშავდა  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ეროვნული შეჯიბრი
ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ეროვნული შეჯიბრი

16-18 ნოემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური იმიტირებული შეჯიბრი ადვოკატთა პროფესიულ ეთიკაში. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. 16 ნოემბერს, შეჯიბრის ორგანიზატორებმა მონაწილე გუნდებისათვის ჩაატარეს მოსამზადებელი ტრენინგი, სადაც განიხილეს შეჯიბრის კონცეფცია, წესები და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ძირითადი პრინციპები.

შეჯიბრის პირველადი რაუნდები გაიმართა, 17 ნოემბერს, სადაც ეთიკის კომისიის იმიტირებულ პროცესზე საკუთარი პოზიციები წარადგინა ყველა გუნდმა. 18 ნოემბერს კი ფინალში გადასულმა ოთხმა გუნდმა იასპარეზა. მონაწილე გუნდებს აფასებდნენ პროფესიული ეთიკის სფეროში მოღვაწე მოწვეული ექსპერტ-მსაჯები. სამართლიანი და მიუკერძოებელი შეფასების მიზნებიდან გამომდინარე, მსაჯებისათვის წინასწარ ცნობილი არ იყო მონაწილე გუნდების უნივერსიტეტების შესახებ.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები არ გამოვლენილან და ფინალისტ გუნდებს გადაეცათ სერტიფიკატები ფინალში მოპოვებული წარმატებისათვის. სხვა მონაწილე გუნდებს შორის კი განაწილდა სპეციალური ჯილდოები: კლიენტის ინტერესების საუკეთესოდ წარმოჩენის, ეთიკის კომისიის პრაქტიკის ეფექტიანად გამოყენებისა და საწინააღმდეგო არგუმენტების საუკეთესოდ გაბათილებისათვის. ეს მიდგომა გამოხატავს უნივერსიტეტის კონცეფციას ხელი შეუწყოს იმიტირებულ შეჯიბრებში საგანმანათლებლო მიზნებით მონაწილეობის იდეის პოპულირაზაციას.

შეჯიბრი გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

იურიდიული ეთიკის კონფერენცია
იურიდიული ეთიკის კონფერენცია

28 აპრილს, იურიდიული ეთიკის კონფერენციაზე მომხსნებლებმა ისაუბრეს პროფესიულ ვალდებულებებსა და გამოხატვის სტანდარტებზე სოციალურ მედიაში, ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობის შეწყვეტისას ჰონორარის რეგულირების არსებულ პრაქტიკაზე, ადვოკატთა ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების საჯაროობაზე პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნებთან მიმართებით და სხვა აქტუალურ თემებზე. კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ იურიდიული ეთიკის საკითხებზე კონფერენციის ყოველწლიურად ჩატარების იდეა ყოველმხრივ იმსახურებს მხარდაჭერას.

ღონისძიება ჩატარდა უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) მეშვეობით.

საჯარო ლექცია თემაზე - „ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების საჯაროობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კონტექსტში“
საჯარო ლექცია თემაზე - „ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების საჯაროობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კონტექსტში“

14 აპრილს, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების საჯაროობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კონტექსტში“. ღონისძიებაზე განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაცია, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა, სააპელაციო სასამართლოსა და მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება (გუგლის შემთხვევა).

ლექცია ჩატარდა იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) მეშვეობით.

საჯარო ლექცია - საადვოკატო ეთიკის პრაქტიკული გამოწვევები
საჯარო ლექცია - საადვოკატო ეთიკის პრაქტიკული გამოწვევები

28 ოქტომებრს, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე - „საადვოკატო ეთიკის გამოწვევები“. ლექციას უძღვებოდა იურისტი და იურიდიული ეთიკის ექსპერტი ანა ლორია, რომელსაც დახმარებას უწევდა ირაკლი კორძახია.

ლექცია დაეთმო საადვოკატო ეთიკის მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითხებს. მომხსენებლებმა მოკლედ შეაჯამეს აღნიშნული სფერო და განიხილეს ოთხი სხვადასხვა საკითხი: ინტერსთა კონფლიქტი, მულტიდისციპლინური პრაქტიკა, ეთიკის კოდექსის გავრცელების არეალი და საადვოკატო ჰონორარის რეგულირების საკითხი. ღონისძიებას ესწრებოდნენ ლექტორები, სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიაში.

პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) - ის პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

იურიდიული ეთიკის მიმართულების პრეზენტაცია და სამუშაო ჯგუფის ვორკშოპი
იურიდიული ეთიკის მიმართულების პრეზენტაცია და სამუშაო ჯგუფის ვორკშოპი

28 სექტემბერს, იურიდიული ეთიკის მიმართულების პრეზენტაცია და სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს სამართლებრივი ეთიკის პოპულარიზაციას, მისი სწავლების ხელშეწყობას და ექსპერტთა ჯგუფის მიერ სამართლებრივი ეთიკის ერთიანი სილაბუსის შემუშავებას.

პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ეროვნული შეჯიბრი

2018-11-19